Why Frenkie de Jong will be a key signing for Manchester Unitedფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი და მისი აგენტი ინგლისელებს უკვე შეხვდნენ და თითქმის ყველა საკითხი შეათანხმეს. ფეხბურთელის მსურველებს შორის იყვნენ სხვა გრანდები – პსჟ, „ბაიერნი“ და „მან.სიტი“, თუმც, ჩანს, ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა გუნდმა უფრო მოინდომეს.

ფრენკი დე იონგის სადღეისო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევრო გახლავთ, რის გადახდასაც მანკუნიელები ორ ნაწილად აპირებენ – 60 მილიონი ევრო და 20 მილიონიც მოგვიანებით.

კატალონიელებს ტრანსფერის მოგვარება 30 ივნისამდე სჭირდებათ, რათა სასურველი ფეხბურთელების აყვანა მოასწრონ.