ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში „ვალენსიამ“ სტუმრად ითამაშა „უტრილასთან“ და მარკოს ანდრეს, მუსას და კობა კოინდრედის გოლებით 3:0 მოიგო.

თამაშის წინა დღეებში ესპანური პრესა წერდა, რომ ხოსე ბორდალასი სუსტ მეტოქესთან სათადარიგო შემადგენლობით აპირებდა თამაშს და ერთადერთი საფიქრალი ის ჰქონდა, თუ ვინ დაეყენებინა კარში, 21 წლის გიორგი მამარდაშვილი თუ 31 წლის ხაუმე დომენეკი. ბორდალასმა დომენეკს სცა პატივი.