No description available.2 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

სანიოლმა აღნიშნა, რომ მაყურებლის გარეშე თამაში რთული იქნება, მაგრამ რეგულაციებს პატივი უნდა სცენ. რაც მთავარია, გუნდმა ეს არ უნდა იგრძნოს და შინ მყოფი გულშემატკივარი უნდა გაახაროს. ნაკრების ამოცანა ამ შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებაა.

რაც შეეხება ფეხბურთელების ჯანმრთელობას, სანიოლმა თქვა, რომ კაშიას, ხოჭოლავასა და კიტეიშვილს გადატვირთული გრაფიკის გამო დასვენების საშუალება მისცა და თავიდან ინდივიდუალურად ავარჯიშა, ხოლო მატჩის წინ სრულად დატვირთა.

ფეხბურთელები, რომელიც ფრანგ სპეციალისტს სურდა აქამდე ენახა, მაგრამ ვერ ნახა, ყაზაიშვილი და წიტაიშვილია. სანიოლი თქმით, ყაზაიშვილს თავიდანვე მოიაზრებდა ნაკრების ძირითად ფეხბურთელად, მაგრამ სამხრეთ კორეაში არსებული რეგულაციების გამო აქამდე მისი ნახვა ვერ მოახერხა. იმედი აქვს, რომ ვაკო ამჯრად გუნდს ისე გამოადგება, როგორც მწვრთნელი ფიქრობს.

წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ მწვრთნელის აზრით საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.

სანიოლმა ისაუბრა იმ სირთულეებზეც, რომელიც ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკას ეხება. მას სურს, რომ ნაკრების წევრებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, მაგრამ რაკი ასე არ ხდება, იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ, როგორც სიტუაცია მოტანს.

გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა და „ვალენსიაში” თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. თუმცა, მწვრთნელის თქმით, მისი გუნდში მისვლის პერიოდიდან ლორიას ნაკრების პირველი მეკარედ ხედავს და ცვლილებების აზრს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

კოსოვოსთან მატჩი 2 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.