შვედეთში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 2022 წელს პეკინში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა.
პირველად ეს 17 წლის ალინა ურუშაძემ გაახერხა, რომელმაც თავისუფალ პროგრაში 109.12 ქულა და ჯამში მე-20 ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
თავისუფალ პროგრამაში უკეთ გამოვიდა მორის ყვითელაშვილი, რომელმაც 157.15 ქულა მიიღო და მე-12 შედეგი აჩვენა. ორი დისციპლინის ჯამში კი, მორისმა 231.81 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგად, ყვითელაშვილიც პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.





