Fiche Jaba Kankava - Géorgie, Qualification Coupe du Monde, Monde : Infos,  Mercato, Stats, photosN 6, საფრანგეთი ლიგა 2, „ვალანსიენი“, კოტრაქტი სეზონის ბოლომდე – საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური „ტობოლიდან“ საფრანგეთში დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგანაც ყაზახეთამდე, 2015-2017 წლებში, კანკავა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ „რეიმსში“ თამაშობდა.

„ვალანსიენში“ ლიგა-2-ში 24 ქულით მეათე ადგილზეა და დღეს ფ.კ. პარიზს ეთამაშება. კანკავას ახალ გუნდს არც გავარდნა ემუქრება და აღზევების მცირე შანსი თუ აქვს. კონტრაქტიც სეზონის ბოლომდე გაგრძლების პერსპექტივით არის გაფორმებული. ჯაბა 6 ნომრით ითამაშებს. ეს ცნობა უკვე დადასტურებულია, „ვალანსიენის“ საიტმა გამოაქვეყნა…

ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი… ჯაბა ახლოსაა 100-იან ნიშნულთან, რომელსაც ჯერ მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიაღწია, თუმც ეჭვი არაა, მალე მას პირველობის დათმობა სწორედ კანკავასთვის მოუწევს.