ზინედინ ზიდანისგან ათვალწუნებულ ფეხბურთელთა შორის სერბი ლუკა იოვიჩი პირველია, ვინც თავისი გზა ნახა.

სეზონის ბოლომდე 23 წლის სერბი იჯარით ფრანკფურტის „აინტრახტში“ იბურთავებს. სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა იოვიჩი მადრიდში წელიწადნახევრის წინ. მაშინ მისი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაჯდა, ახლა კი „რეალი“ თავიდან იშორებს, ოღონდ კი ვინმემ მისი კატასტროფულად მაღალი ხელფასის (წლიურ 8 მილიონ ევრომდე) ნაწილი მაინც დაფაროს.