ვაიო! უიო! მთელი მსოფლიო გვებრძვისო!
რა დოპინგი და „მილდრონატიო“…
ლამის ერთი წელია, სრულიად რუსეთი გულში მჯიღს იცემს, ჩვენზე „სუფთა“ სპორტსმენები არავის ჰყავსო.
შუბი ხალთაში ვერ დაიმალა და თავი ძალიან მარტივად გაყიდეს: ორი დღის წინ რუსეთში მძლეოსანთა ტურნირი გაიხსნა. მოულოდნელად კი ირკუტსკში „რუსადას“ (ნაციონალური ანტისადოპინგო ლაბორატორიის) ოფიცრები ჩაფრინდნენ.
მოკლედ: ერთბაშად 36-მა სპორტსმენმა სხვადასხვა მიზეზით იუარა სტარტზე გასვლა. ესენი ყველა ფავორიტები იყვნენ და ტურნირიც ფაქტობრივად ჩაიშალა.





