ლეგენდა დამთავრდა! შვედეთთან ვერმოგებული პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის შემდეგ იტალიის ნაკრების უდიადესი მეკარის ჯან ლუიჯი ბუფონის სანაკრებო კარიერა დამთავრდა!

„ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო. ძალიან სამწუხაროა“, – შვედეთთან მატჩის შემდეგვე თქვა ჯიჯი ბუფონმა.

არადა, რა ახლოს იყო მისთვის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი. ჩემპიონატი, რის შემდეგაც ის გერმანელი ლოთარ მათეუსისა და მექსიკელი ანტონიო კარბახალის რეკორდს დაამხობდა. არ გამოვიდა. ჯან ლუიჯი ბუფონი, როგორც მსოფლიოს 5 ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელი, ახლა მათვე ამოუდგა მხარში…

ის დიდი იყო!