ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ  ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14 ნოემბერს ახალგაზრდული ნაკრები ლიტვას ეთამაშებიან, ისევ თბილისში და ისევ „მიხეილ მესხზე“…

ევრო 2019 შესარჩევი მატჩი. III ჯგუფი. V ტური თბილისი. 10 ნოემბერი. 20:00. „მიხეილ მესხი“. 2 000 მაყურებელი

საქართველო (U-21) 2:2 ფინეთი (U-21)

0:1 კალმანი (9), 1:1 ბერიძე (59), 1:2 კალმანი (83), 2:2 ჭანტურია (86)

საქართველო: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მოხევიშვილ-ჩიკვილაძე (ბერიძე 53), ზარანდია (კოხრეიძე 69), კიტეიშვილი, მიქელთაძე (არაბიძე 53), რ. ჭანტურია

სათადარიგონი: გოშაძე; კობოური, ბაშელეიშვილი, არველაძე მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ფინეთი: კეტო, ვაისანენი, პირტიიოკი, იენსენი, ჰამალაინენი, ლაპალაინენი (ნისკანენი 89)

სათადარიგონი: ნორდქვისტი; აჰდე, იარვენპაა, მალოლო

მწვრთნელი: იუჰა მალინენი

გაფრთხილება: კაირინენი, კიტეიშვილი, დალსტრიომი მსაჯი: ოლექსანდრ დერდო (უკრაინა)

1.დანია            4 4 0 0 19:2 12

2.პოლონეთი     4 2 2 0 10:5 8

3.ფარერები       5 1 2 2 6:10 5

4.ფინეთი         4 0 3 1 6:11 3

5.ლიტვა          3 1 0 2 3:8 3

6.საქართველო  4 0 1 3 5:13 1

p.s. სამწვრთნელო შტაბთან ერთად გავააანალიზებთ დღევანდელ მატჩს, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და მომავალში ქომაგთა გახარებას ვეცდებით, – თქვა ნამატჩევს გია გეგუჩაძემ, ვინც ჩანს, ახალგაზრდულის მწვრთნელის პოსტიდან წასვლას არსადაც არ აპირებს…