ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა - მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია.
ტოპ 14
„სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული...
სამი მედალი აბუ დაბიდან
აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს...
კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა - მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან.
ოთხშაბათს...
ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა
საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ.
ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით...
სტუმრების ტური
ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა,...
დაჩის დაბრუნება
პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ...
წახვალ, ვილი ???
საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია... წაუგია დიდი ანგარიშით... წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ... წააგო გუშინაც... წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია...
პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა - ჩვენები შინ, თბილისში,...
რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
ვრცელ და მოსაწყენ შესავალს გამოვტოვებ და პირდაპირ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ:
◾ ვილი სანიოლს არ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა;
◾ არამედ იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების ზრდის პოტენციალის დანახვა მიჭირს.
ახლა, როცა მთავარი ნათქვამია, მოკლედ განვმარტოთ...
კანადასთან – ორი აფციაურით სასტარტოში
შაბათს, 16 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე რაუნდში კანადას შეხვდება, ისევე, როგორც ერთი კვირის წინანდელი მატჩი, ეს შეხვედრაც ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება.
შეხსენებისთვის: გასულ შაბათს ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრებს 43:30 მოუგეს, ხოლო კანადამ რუმინეთში 21:31 წააგო.
კანადა შედარებით სუსტია...
… როცა მთელ ქალაქს ეიმედები
ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს.
ტოპ 14
პრინციპში,...
მეპოკერე იონსენი
„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია...
ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება
შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ - 4 მოგება 3 მარცხის წილ....
ბათუმი კატასტროფის პირას…
ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან.
ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი...
კოკერილის 35 რჩეული
ნოემბრის დადგომა სარაგბო სამყაროში ე.წ. ნოემბრის ტესტების სეზონის გახსნას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს ბორჯღალოსნებსაც საერთაშორისო მატჩები ელის.
შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, 15-ში იქვე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22 ნოემბერს კი ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტების მთავარი...
სეზონის რეკორდი
ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა.
ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი ...
… როცა ლელოს არ ზეიმობენ
დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან - „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო - აბჟანდაძემ...
წუთში ორი გოლი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა.
ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა:...
გორგაძე ტურის სიმბოლურში
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ.
ტოპ 14
მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია,...
გარეჯმა ლიდერი შეცვალა
ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა.
გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა...
მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო.
ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14...
ნინიმ პარიზი გადარია
დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა.
ტოპ 14
პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა,...
აშშ და მუნდიალი-2026
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული...
ვულკანური ახალაძე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა.
ტოპ 14
„კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა...
დარჩა მეოთხე…
ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა...
კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო - 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო - 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც...
ახალგაზრდების დაუნდობელი ექსპლოატაცია
„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის...
აბდალას გოლი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს.
„იბერია“ კი „გარეჯს“ შინ...
შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა...
ტოპ 14
„კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - ყოფილ...
გოცირიძის დუბლი და 300
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა...
„იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით...
პაპუნაშვილი მთავარმექულეა
გასულ უქმეებზე სარაგბო საფრანგეთი ქართული საოცრებების მოწმე გახდა. ტოპ 14-ის მე-2 ტურში შედგა დავით ნინიაშვილის დებიუტი „ლა როშელში“ რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა, ცხადია, ლელოთი აღნიშნა. ამასთან, ტულონელი ბექა გიგაშვილი ამ ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა. პრო დ2-ში ჩვენებურთა წარმატებებს კი შესამჩნევად...
აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი...
დაჩის ზღაპარი
საფრანგეთში სტარტი რაგბის ჩემპიონატის მთავარმა ლიგა ტოპ 14-მა აიღო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის კლუბებში 50-მდე ქართველი ირიცხება და ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშიც ისინი იქნებიან. პარალელურად, უფრო მრავალქართველიან პრო დ2-ში უწარმატებულესი პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურიც შედგა.
ტოპ 14
სეზონის...
ტოპ 14 და უპრეცედენტო ქართველობა
შაბათს, 6 სექტემბერს, სტარტს აიღებს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შიდა სარაგბო ჩემპიონატი. ტოპ 14-ს ამ სტატუსს ის ფაქტი ანიჭებს, რომ ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასს ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ფრანგული კლუბები იგებენ, თანაც ამ ტურნირის მონაწილე კლუბების ღირსებას არა...
მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
როდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება...
ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე...
მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
გული დაგვწყდება, მაგრამ სრულებით არ გაგვიკვირდება, ახალგაზრდა გულშემატკიკვარს არაფერი რომ სმენოდეს ლანჩხუთის „გურიაზე“. არადა, მართლა რა უნდა სმენოდეს, როდესაც თავად ლანჩხუთელებსაც ამ გუნდის არსებობას, წინა საუკუნეში, სამ თვეში აშენებული სტადიონი (უფრო სწორად, რაც მისგან შემორჩა) და ამ პატარა რაიონული...
ქართველთა 7-ლელოიანი სტარტი
ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს.
ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა.
გასული სეზონის მიწურულს...
წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა.
„იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20...
გული
ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და... ბურთი კი არ...
წითელი ტური
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება.
ცალკე გამოსაყოფია კანკავას...
ექვსქულიანების ტური
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო...
ნაპოლი – უკანალში ეკალი
- „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, - თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება...
ოდენ ქულა
... მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“...
ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
აი, ხომ მეტისმეტად უცნაურია განცხადება, რაც „სპაერმა“ გაავრცელა, მაგრამ გვერწმუნეთ, არაფერია უფრო ადეკვატური ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი ყოფის მოსაყოლად.
აბა, წარმოიდგინეთ, ბევრი წლის მერე, შთამომავლობა რომ გკითხავთ, თქვენ დროს როგორი იყო ჩვენი ფეხბურთიო, უკეთესს რას წააკითხებთ?
აქამდე ერთხელ გვახსენდება მსგავსი რამ,...
შევხვდებით საქართველოში!
იტალიაში დასრულებული მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო და ამ ქვეყნის ჰეგემონია რაგბზე უკვე გლობალურად და ყველა დონეზე დამყარდა.
გადამწყვეტ მატჩში „ლიტლ ბოკემ“, ანუ „პატარა ქურციკებმა“ ახალი ზელანდიის 20-წლამდელები 23:15 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ საჩემპიონო ტიტულის მფლობელები....
ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონთან
შაბათს, 19:10-ზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ მბამბელაში დაუპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები, იგივე „სპრინბოქს“, ან „ბოკე“ (ქართულად - „ქურციკები“ მსოფლიო რაგბის ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდია - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ბოლო ორი ტიტული 2019 და 2023...
შოტლანდია უკვე დაგვიმარცხებია…
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის დასკვნით მატჩს იტალიის ქალაქ კალვიზანოს „სან მიკელეზე“ შოტლანდიელ თანატოლებთან გამართავს. ეს იქნება შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილს დაიკავებს.
ფავორიტი საქართველოა, რომელიც ამ დონეზე შოტლანდიას კოშმარად ექცა. ამ გუნდების სამივე შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა...
ცივი
2012 წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა - ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ევროპული გუნდის შემთხვევაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. ლონდონელები შემდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ „კორინთიანსთან“. ცხრა წლის თავზე, ინგლისურმა ბობოლამ ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა,...
ნახევარფინალი ესპანეთთან
უმცროსი ბორჯღალოსნების იტალიური თავგადასავალი ვერონის გარეუბან ვილაფრანკაში მდებარე ციცქნა სტადიონ „პაიანინი სენტერზე“ გაგრძელდება. ორშაბათს, 17:30-ზე დაიწყება საქართველოსა და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი, რომლის გამარჯვებულიც მე-9 ადგილისთვის ფინალში ირლანდიასა და შოტლანდიას შორის უძლიერესს, ხოლო წაგებული, შესაბამისად, ხსენებულ წყვილში დამარცხებულს...
რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის
ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს.
ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ...
კალვიზანოს დრამა
ის, რაც იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ მოხდა, რაგბის მოყვარულებს კარგა ხნით დაამახსოვრდებათ. მართალია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინიშზე მასპინძელ იტალიელებს 19:19 დაუზავდა და პლეი-ოფის აუტსაიდერთა ოთხეულში ამოყო თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობა, სატურნირო მიზნებისთვის...

















































