ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება.

შეიძლება იყოს ‎2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები და ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎crocobet bet crocol mb 6ก ธง6ษก مد 3 ന്ന3റ‎“‎‎ გამოსახულება
თელავი 0:0 დინამო. ჯაბა კანკავა სეზონში მესამედ გააძევეს

ცალკე გამოსაყოფია კანკავას ამბავი – 39 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი… ამჯერად ის მე-20 წუთზე ტატო ჟივიძეს ეუხეშა. მსაჯმა გააფრთხილა, ჯაბამ კი ნერვები ვერ მოთოკა, ერთობ ემოციურად გააპროტესტა სიტუაცია და შედეგად მეორე ყვითელიც მიიღო. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ მსაჯებიც  განსაკუთრებით მკაცრად სჯიან საქართველიში დაბრუნებულ ვარსკვლავს.

ლიდერმა „იბერიამ“ კაცნაკლულ და ფინანსურ კრიზისში მყოფ „ბათუმს“ვერ აჯობა, სამაგიეროდ „დილამ“ წინა ტურში „იბერიასთან“ 0:6 გამანადგურებელი საშინაო მარცხი ჩანს, დაივიწყა, „ტორპედოს სტუმრად 1:0 მოუგო და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. „იბერიას“ ახლა 49 ქულა აქვს, „დილას“ – 47.

აი, „ტორპედო“ კი, რომელსაც სეზონის დასაწყისში ჩემპიონობის ლამის მთავარ კანდიდატად მიიჩნევდნენ, ძალიან სუსტად გამოიყურება.

კაცნაკლულმა „გაგრამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ „სამგურალთან – 2:0.

ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი მეზობლები დაზავდნენ. „გარეჯი“ ორჯერ უგებდა ასევე უმცირესობაში მყოფ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საბოლოოდ – 2:2.

 

იბერია 0:0 ბათუმი

გაძევება: კალანდარიშვილი (37) – ბათუმი

თელავი 0:0 დინამო

გაძევება: კანკავა (20), ოსეი (79) – ორვე დინამო

ტორპედო 0:1 დილა

0:1 კონტე (79 პენ)

გაგრა 2:0 სამგურალი

1:0 ადეიეიე (28), 2:0 მუჯირი (60)

გაძევება: ნადარეიშვილი (36) – გაგრა

გარეჯი 2:2 კოლხეთი

1:0 პაპავა (9), 1:1 გიუნაშვილი (52), 2:1 კაჭარავა (73), 2:2 ფაჩულია (77)

გაძევება: ლეშჩინსკი (40)