რობერტ ლევანდოვსკიმ ომის გარშემო ისაუბრა. „ბაიერნის“ სუპერთავდამსხმელი მოხარულია, რომ პოლონეთმა ღიად დაუჭირა მხარი ომის შეწყვეტას და მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
„ახლა ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ჩემთან მოდიან უცხო ადამიანები და მეუბნებიან, რომ პოლონელები ღირსეულად იქცევიან, რაც მახარებს. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ რუსეთის ნაკრებთან არ გვეთამაშა და ეს გააზრებულად გამოვაცხადეთ. სხვა გზა არ გვქონდა.
… რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე პოლონელები? ნაკრების შეკრებისას ამ თემას აუცილებლად წამოვწევთ. ეს თითქმის ყველა პოლონურ ოჯახში განიხილება და ჩვენთანაც ასე იქნება, ნაკრებში. ასეთი სიტუაციები არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენს მეზობლად ხდება. და ჩვენ, პოლონელები, სხვებზე უკეთ ვგრძნობთ ომს“.





