Khvicha Kvaratskhelia of PSG during the UEFA Champions League 2025/26 Quarter-Final Second Leg match between Liverpool FC and Paris Saint-Germain at...Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს:

Antonio Conte, head coach of Ssc Napoli speaks with Khvicha Kvaratskhelia of Ssc Napoli during the Serie A football match between Juventus Fc and Ssc...„თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და „პარკ დე პრენსზე’’ პირველ შეხვედრაში ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლიც გაიტანა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მორიგ ვარსკვლავურ სეზონს ატარებს. ის საფრანგეთის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგებისთვის იბრძვის.

Khvicha Kvaratskhelia of Georgia celebrates after Robin Le Normand of Spain scores an own goal and the first goal for Georgia during the UEFA EURO...არის ერთი ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას კარგად იცნობს და ამტკიცებს, რომ მას ძველებურად სურს პრემიერლიგაში გადასვლა. ეს მწვრთნელი „ლივერპულს’’ ასახელებს ერთ-ერთ კლუბად, რომელიც გარემარბს მოსწონს. ლაპარაკია დევიდ ვებზე. ის საქართველოს ნაკრების თავკაცის ასისტენტი იყო და პსჟ-ს ვარსკვლავთან უმუშავია.

talkSPORT-ის შოუში გამოსვლისას ვებმა თქვა: „ვფიქრობ, მისი დამატება პრემიერლიგისთვის დიდებული იქნებოდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, სწორედ ისეთია, აქ ცეცხლს რომ დაანთებს. სურს თუ არა გადმოსვლა? დიახ, ჩემი აზრით თუ სწორი ვარიანტს და სწორ კლუბს შეურჩევენ, გადმოვა’’.

გადაცემის წამყვანებმა ვებს ჰკითხეს ულაპარაკია თუ არა მას კვარაცხელიასთან პრემიერლიგაში თამაშზე. ინგლისელმა მწვრთნელმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ამაზე გვილაპარაკია. ის ყოველთვის დაინტერესებული იყო, მაგრამ მას უნდა შესთავაზო „ლივერპული’’, „არსენალი’’, „ჩელსი’’ – ამ კალიბრის კლუბი – რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს და დიდი მიზნებისთვის იბრძვის’’.

კვარაცხელიას სახელი „წითლებთან’’ პირველად 2024 წელს დააკავშირეს, მას მერე, რაც მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ამის შესახებ იმხანად ინგლისურ მედიაში დაიწერა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ კვარაცხელიას სერია A პრემიერლიგაზე გაეცვალა, იმ შარშან, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე 70 მილიონად პსჟ-მ იყიდა. 25 წლის ვარსკვლავი პარიზში ჩავიდა და ლუის ენრიკეს გუნდს ჯერ ლიგა 1-ის ჩემპიონობაში დაეხმარა, შემდეგ კი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგებაში – ფინალში „ინტერს’’ გოლიც გაუტანა.

მიმდინარე სეზონში მან ევროპულ შეჯიბრებებში ყველა ინგლისურ კლუბთან საგოლე მოქმედება შეასრულა.

„ის ფენომენალური ნიჭის პატრონია, – განაგრძობს ვები, – ამაში დავრწმუნდი 2023 წელს, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, ის კი „ნაპოლიში’’ თამაშობდა. მას ახალი დასრულებული ჰქონდა სეზონი, რომელშიც სერია A-ს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ითამაშა გარკვეული ხანი და ვფიქრობ კონტემ ის შრომისუნარიანობისა და ფიზიკური ძალის თვალსაზრისით ახალ დონეზე აიყვანა. კონტეს ხელში კვარაცხელიას დაცვაში ბევრი მუშაობა უწევდა. ახალ დონეზე ასულმა კვარაცხელიამ უკვე გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. ის პსჟ-ში კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე ავიდა და და უკვე ჩემპიონთა ლიგისთვის დაიწყო ბრძოლა. გასულ სეზონში მან ბევრს მიაღწია და ამას უკეთ დავინახავთ, თუ მის პირად სტატისტიკას ჩავხედავთ.

ჩენ ცხადად ვხედავთ მის ნიჭს როდესაც ის ბურთს ფლობს, მაგრამ დღეს შრომისუნარიანობით შემტევ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა’’.

„წითლები’’ ზაფხულში მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ ახალი გარემარბის ძებნაში იქნებიან. შარშან, როდესაც ლუის დიასი „ბაიერნში’’ გადავიდა არც ის შეუცვლიათ ახალი მოთამაშით, ასე რომ არნე სლოტს ბაზარზე ახალი ფლანგელის ძებნა მოუწევს’’.