საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება.
მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო.
ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა.
შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებებთან გამართავს.







