Tag: რევაზ ჩომახიძე

Home რევაზ ჩომახიძე
საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
Post

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა...

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
Post

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე...

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ
Post

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

მსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს. კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია. ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით...

ოლიმპიადას წყლიდანაც შევუტევთ
Post

ოლიმპიადას წყლიდანაც შევუტევთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. ქართველ წყალბურთელებს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი ჯერ კიდევ რომ აქვთ, იმის დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს. ეს რევაზ ჩომახიძის მუშაობის დროს მოხდა. ახლა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – სერბი დეიან სტანოევიჩი, ვისაც ზურაბ რურუა და გელა ტუკვაძე ეხმარებიან. ოლიმპიადაზე მოხვედრა კი, ურთულესი ამოცანა იქნება,...

დინამო ჩემპიონთა ლიგაში
Post

დინამო ჩემპიონთა ლიგაში

თბილისის „დინამო“ და საერთოდ ქართული წყალბურთის გუნდი წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ჩემპიონთა ლიგაში პირველად ჩაერთო. რევაზ ჩომახიძის გუნდს ეს პატივი „უაილდ ქარდის“ საშუალებით ერგო. „დინამომ“ მძიმედ დაიწყო და ზედიზედ 9 მატჩი წააგო, შემდეგ ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა – 3 მარტს თბილისის საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დინამოელებმა ფრანგულ...

წყალი, ბურთი და ერთი შანსი
Post

წყალი, ბურთი და ერთი შანსი

ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს...

საქართველომ ათეული დახურა
Post

საქართველომ ათეული დახურა

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა რიგით 34-ე ევრო პირველობაზე, საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩის მოგებასთან და შესაბამისად საუკეთესო 9 გუნდში მოხვედრასთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ალბათ გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, მეტოქის შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით იყო გამოწვეული. გერმანელები რომ ნებისმიერ სპორტში მედგრად დგანან და რაც უნდა ცუდად მისდიოდეთ საქმე ყურებს არასოდეს ყრიან, არახალი ამბავია. მათ ეს...

მეზობელი უკან დარჩა
Post

მეზობელი უკან დარჩა

მიჯრით 3 წაგებული მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მერვედფინალში რუსეთთან დრამატულ დაპრისპირებაში მინიმალური ანგარიშით მარცხი რომ იყო, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები დაიბრიყვეს. მეზობლებთან ჩვენები იმთავითვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ის ფაქტი, რომ აუზიდან გამარჯვებულები ამოვიდნენ, სიურპრიზი არავისთვის იყო. 12:6 – ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი წყალბურთელების უპირატესობა სოლიდური იყო....

საქართველომ საფრანგეთი ჩაძირა
Post

საქართველომ საფრანგეთი ჩაძირა

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ბუდაპეშტში დაწყებულ ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:7 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გარანტირებულია. წყალბურთის ქომაგებს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის გარდა თავი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა იტალიამ და საკმაოდ ძლიერმა...