Done Deal. N'golo Kante is officially at Fenerbahce : r/soccerთურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ.

„ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში.

გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“, როგორც იქნა, ფიფასგან ამ ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღეს. თურქულმა კლუბმა შემდგომში „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის ჩაშლაში დაადანაშაულა.

თავდამსხმელის კონტრაქტი თურქულ კლუბთან 2028 წლის ივნისამდეა ძალაში.