ჭდე: ფენერბახჩე

Home ფენერბახჩე
კანტე ფენერბაჰჩეში
ჩანაწერი

კანტე ფენერბაჰჩეში

თურქული კლუბის „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ალ-იტიჰადის“ ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ტრანსფერის შესახებ. „ზოგიერთ ამბავს დრო სჭირდება, მაგრამ ისინი დაუმთავრებელი არ რჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ფენერბახჩეში“, ნგოლო კანტე“, – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში. გარკვეული დოკუმენტური პრობლემების შემდეგ „ფენერბაჰჩემ“ და „ალ-იტიჰადმა“, როგორც იქნა, ფიფასგან ამ ტრანსფერზე მწვანე შუქი მიიღეს. თურქულმა კლუბმა შემდგომში „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის...

თავ-პირის მტვრევა თურქეთში
ჩანაწერი

თავ-პირის მტვრევა თურქეთში

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ტრაბზონსა“ და „ფენერბახჩეს“ შორის (2:3) სტუმართა გუნდის ფეხბურთელებსა და მასპინძელთა გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გაშმაგებით იზეიმეს გამარჯვება, რაც არ მოეწონათ მასპინძელ გულშემატკივრებს, ისინი მოედანზე მასობრივად გამოცვივდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, მაგრამ რა ჩხუბი… სტუმარ ფეხბურთელებს ბლომად მოხვდათ, თუმც არც მათ დაუკლიათ ადგილობრივი ფანებისთვის....

შოთა და იოზილი ერთად?
ჩანაწერი

შოთა და იოზილი ერთად?

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მესუთ იოზილი, შესაძლოა, ინგლისის „ჰალში“ გადავიდეს. გუნდში, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. იოზილი „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელია და გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. იყო საუბარი ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე, მაგრამ ახლა „ჰალი“ ჩაერთო საქმეში… ამ ინგლისურ კლუბს თურქი მფლობელი ჰყავს. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის მე-20 ადგილზე არიან....

რას წყვეტენ ლაციოს ტიფოზები?!
ჩანაწერი

რას წყვეტენ ლაციოს ტიფოზები?!

რას ნიშნავს გულშემატკივრის როლი იტალიაში… „ლაციოს“ ფანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ გუნდის კოსოვოელ ფორვარდ ვედათ მურიქისთან, ამის გამო კი „ლაციო“ ესპანურ „მალიორკაში“ ანათხოვრებს ფეხბურთელს. უფრო სწორად, გაანათხოვრა: გადაწყვეტილი ამბავია. კუნძულელებს 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ. მურიქი ორი წლის წინ „ფენერბაჰჩედან“ იყიდეს 20 მილიონად, ამ დროის განმავლობაში კი კოსოვოელმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ოთხიოდე...

უთავო კაჭკაჭები
ჩანაწერი

უთავო კაჭკაჭები

ინგლისურმა „ნიუკასლმა“ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტოციო ფონდის სახით სერიოზული პატრონი მხოლოდ 7 ოქტომბერს შეიძინა, მაგრამ გუნდის გადახალისებას უკვე შეუდგა. პირველი ვინ უნდა გაეშვათ, თუ არა მთავარი მწვრთნელი?! არადა, ოფიციალური ვერსიით, სტივ ბრიუსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. ბრიუსს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერი გამოესარჩლა – ეს კაცი, მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ახერხებდა და სამომავლო წარმატებები მაინც უსურვეთო....

უჯარიმო რეალი
ჩანაწერი

უჯარიმო რეალი

ევროლიგის 26-ე ტურის მატჩში, სადაც მადრიდის „რეალმა“ 70:58 მოუგო კაუნასის „ჟალგირისს“, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ესპანელებს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი საჯარიმოც არ უსვრიათ. „ჟალგირისმა“ სულ 13 ჯარიმა მიიღო, მაგრამ ყველა ისეთი, რომ მეტოქე კალათბურთელი საჯარიმო ხაზზე არ დამგარიყო. „რეალმა“ 29-დან 14 ორქულიანი და 29-დან 15 სამქულიანი ჩააგდო. „კალათბურთელები აქეთ მეკითხებოდნენ მენახა თუ არა კარიერაში ისეთი...

კოკოშკოვი თურქულ გრანდში
ჩანაწერი

კოკოშკოვი თურქულ გრანდში

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ევროპული კალათბურთის ერთერთ გრანდს, თურქულ „ფენერბახჩეს“ გაწვრთნის. ამ ეტაპზე კლუბსა და სერბ სპეციალისტ შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ სამწლიანი კონტრაქტის დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. კოკოშკოვი ახლა სერბეთის ნაკრების მწვრთნელია და ჯერჯერობით, უცნობია, შეითავსებს თუ არა ორივე სამსახურს. კოკოშკოვი სახელგანთქმულ ჟელკო ობრადოვიჩს შეცვლის, რომელმაც თურქულ გუნდში 7 წელიწადი იმუშავა და ერთწლიანი...

რეალი მეოთხეზე გავიდა
ჩანაწერი

რეალი მეოთხეზე გავიდა

სანამ საფეხბურთო სამყარო მონატრებული სანახაობის მოლოდინში ხელებს იფშვნეტს, სპორტული მედია მისთვის ათას ვირტუალურ კონკურს-შეჯიბრებას იგონებს. ესპანურმა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კლუბის ყველაზე ლამაზი ემბლემის გამოვლენა იყო. 3,2 მილიონი მკითხველის აზრით, მსოფლიოში ულამაზესი ლოგო მაროკოულ „რაჯა კასაბლანკას“ აქვს. 3 მილიონი ხმით მეორე ადილზე ეგვიპტური „ალ-აჰლი“ გავიდა, მესამე კი ბრაზილიური ფლუმინენსე (169 ათასი ხმა) გახლავთ....

ისევ მარტო…
ჩანაწერი

ისევ მარტო…

იმედი ბოლოს კვდებაო… „ბასკონიას“ კალათბურთელებს და გულშემატკივრებს ახლა ისე სჭირდებათ ამ ფრაზის ჭეშმარიტება ირწმუნონ, როგორც არასდროს. ანდალუსიური კლუბი მართლაც რომ კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც ევროლიგის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც თვალნათლივ მეტყველებს. კი, აქა-იქ ხმაურიანი გამარჯვებებიც გამოერევა და ამის დასადასტურებლად გონების დაძაბვა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ახლახანს იყო თორნიკე შენგელიას დიდებული გარჯის წყალობით „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ რომ...

კაპიტნური
ჩანაწერი

კაპიტნური

მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში ციმციმებდა რა დროსაც თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი და ღირსეული კაპიტანია – ქართველმა კალათბურთელმა, გადამწყვეტ და სარისკო ეპიზოდში სადავეები საკუთარ ხელში აიღო, პერიმეტრის ხაზიდან სამწამიან ზონაში შეიჭრა, ფარქვეშ მყოფ მეტოქე კალათბურთელებს  ისე გადააფრინდა და გადაატენა, თქვენი მოწონებული და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა...