Endrick Felipe of Real Madrid signs autograph to a fan after the game the LaLiga EA Sports match between Real Madrid CF and Villarreal CF at Estadio...მართალია გონსალო რამუში „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, მაგრამ შეცვლაზე ეფექტურად შედის, რასაც სტატისტიკა ადასტურებს: პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში სათადარიგოთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან 17 გოლი შეაგდო და კილიან მბაპეს გაასწრო. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ლუის ენრიკე მასთან შედარებით უპირატესობას ოსმან დემბელეს კი არა, სენი მაიულუსაც კი ანიჭებს.

ამასობაში ესპანეთში დაირხა ხმა, რომ რამუშს შეიძლება სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. ეს 19 წლის ბრაზილიელი ენდრიკია, რომელსაც, რაც მწვრთნელად ჩაბი ალონსო მივიდა, „რეალი’’ აღარ ათამაშებს. წერენ, თითქოს იანვრის სატრანსფერო სეზონის მოახლოებასთან ერთად ენდრიკი სულ მეტად და მეტად ეგუება იმ ამბავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მოუწევს გადაბარგება. 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატია და მას ცხადია ნაკრებში სურს თამაში (14 შეხვედრა, 3 გოლი), ამისათვის კი ძლიერი გუნდის ძირითადში უნდა ჩანდეს.

წერენ იმასაც, რომ ჩაბი ალონსომ ენდრიკს მკაფიოდ აუხსნა: მას ამ სეზონში „რეალის’’ შემადგენლობაში გამოჩენის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ „დეფენსა სენტრალი’’ პსჟ-ს ინტერესს ადასტურებს.

მავანნი ამბობენ, რომ მბაპეს ამბის შემდეგ „ლოს ბლანკოსსა’’ და პსჟ-ს ურთიერთობა აღარ ჰქონიათ. თითქოს, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პრეზიდენტებმა ნასერ ალ-ხელაიფიმ და ფლორენტინო პერესმა თითო სიტყვა გაცვალეს, მაგრამ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა არ შემდგარა, მაგრამ ეს ენდრიკისადმი პარიზელთა ინტერესს არ გამორიცხავს.

ხსენებული „დეფენსა სენტრალის’’ ინფორმაციით პარიზელები მადრიდელებს ბრაზილიელის სანაცვლოდ რომელიმე თავიანთ ფეხბურთელს შესთავაზებენ. რომელს? ამბობენ ფაბიან რუისსო. თუ ეს ამბავი მართალია, მაშინ გასაკვირია, ვინაიდან ესპანელი პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

AS-ს პოდკასტ „116 წუთში’’ ითქვა, რომ „რეალმა’’ ენდრიკს სხვა ვარიანტების განხილვაც შესთავაზა, თუ ფეხბურთელის აგენტებს ასეთი რასაკვირველია აქვთ.