მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო.

ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს: აბდულქერიმ ბარდაქჩის პასის შემდეგ, ქენან ილდიზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თურქ შემტევსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამ მომენტში დაცვა ჩავარდა. უფრო სწორად გიორგი გოჩოლეიშვილი ჩარჩა შემტევებს უკან, ხოლო ილდიზი კაკაბაძეს გაექცა.

22-ე წუთზე კაკაბაძეს უკვე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გასცდა და მერიჰ დემირალს გაატანინა;

35-ე წუთზე იუნუს აკგუნმა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად,  გაარკვია.

მეორე ტაიმი დასაწყისში მეოთხე გაგვიტანეს – დემირალმა დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟის გოლი 65-ე წუთზე შეაგდო: ოთარ კიტეიშვილის მოხდენილი პასის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმაც არანაკლებად მოხდენილად ითამაშა, მაგრამ ეს გამონათება საკმარისი არ გამოდგა…

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ოცნებად რჩება…