ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „STAR STARI STARL: PeIen STARI“ გამოსახულება
დილამ თელავი არ დაინდო – 6:1

„ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო. ეს ქუთაისელთა ზედიზედ მე-4 მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში. „ტორპედოს“ წლეულს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ და ასეთი დასაწყისი მართლაც მოულოდნელია. მათი გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი ამბობს, რომ გუნდი მალე თავის თამაშს იპოვის და ყველაფერი დალაგდებაო.

„დინამომ“ დებიუტანტ „გარეჯს“ ოთარ აფციაურის ადრეული გოლით მოუგო. თუმცა არც გარეჯელები გარჯილან ცუდად, მალევე თამაში გამოასწორეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

„იბერიამ“ წყალტუბოში „სამგურალთან“ დაკარგა ქულები (0:0) და 11 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმც „ბათუმსა“ და თბილისის „დინამოს,“ რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე დგანან, 8-8 ქულა და თითო თამაშით ნაკლები აქვთ.

„გაგრამ“ პირველად გაიმარჯვა ახალ სეზონში, „კოლხეთთან.“ ფოთელები საკუთარ განახლებულ „ფაზისის“ სტადიონზე დაბრუნდნენ, მანამდე ისინი მეტოქეებს ქობულეთის საფეხბურთი ცენტრში მასპინძლობდნენ. და კიდევ, „კოლხეთი“ ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება ლიგაში, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია.

კოლხეთი 0:2 გაგრა

0:1 გოცირიძე (54), 0:2 ბორჟესი (78)

დინამო 1:0 გარეჯი

1:0 აფციაური (15)

სამგურალი 0:0 იბერია

ბათუმი 1:0 ტორპედო

1:0 ინჯგია (49)

დილა 6:1 თელავი

1:0 ბუღრიძე (31), 2:0, 3:0, 4:0 შეყილაძე (44, 45+1, 51), 5:0 არაუჟო (54), 5:1 კუტალია (67), 6:1 ანდრონიკაშვილი (81 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199930188448:2362
დილა30202850:3062
ტორპედო30148846:3450
დინამო301310741:2549
სამგურალი301151446:4138
ბათუმი309101133:4337
გაგრა301061432:4436
საგარეჯო306121233:3930
თელავი30781527:4829
კოლხეთი30471926:5519