ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში რომ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილია. აურელიო დე ლაურენტისს კი უნდა მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მიიღოს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ნიგერიელის შეძენა „პარი სენ ჟერმენის” გარდა „ჩელსისაც” სურს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ვებ-გვერზე ილაპარაკა.

„ინგლისელები ცდილობენ თავდამსხმელში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადონ და ზედ რომელუ ლუკაკუ და კიდევ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაამატონ. ლუკაკუ „ნაპოლის” მომავალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ძალიან მოსწონს. იგი მის შეძენას „იუვენტუსშიც” აპირებდა”, — თქვა „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბელგიელი ლუკაკუ „ჩელსის” საკუთრებაა, თუმცა ბოლო წლებში იტალიაში, „ინტერსა” და „რომაში” გამოდიოდა.

Romelu Lukaku of AS Roma looks on during the UEFA Europa League 2023/24 Semi-Final first leg match between AS Roma and Bayer 04 Leverkusen at Stadio...