თბილისის „დინამოს“ წყალბურთის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ევროთასზე გადაინაცვლა და მარცხიანი სერია გააგრძელა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა მერვედფინალში სტუმრად ხორვატიის „პრიმორიესთან“ 7:8 წააგო. თუმცა, შანსი ჯერ არ დაუკარგავთ, რადგან 23 მარტს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.
ხორვატიაში ორი ბურთი გიორგი მაგრაქველიძემ შეაგდო, ხოლო თითო უროშ კალინიჩმა, არტიომ ძიხწიარენკამ, საბა ტყეშელაშვილმა, ბორის ვაპენსკიმა და ნიკოლა გიგამ გაიტანეს.
თბილისელებმა თუ ხორვატული ბარიერი დასძლიეს, მეოთხედფინალური მატჩები 6 და 27 აპრილს მოუწევთ, ჩემპიონს კი ოთხთა ფინალი 17-18 მაისს გამოავლენს.






