Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli in action during the Italian EA Sports FC Supercup Final match between SSC Napoli and FC Internazionale at...როგორ შეაფასეს ქვეყნის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა საიტებმა და რა ქულები დაუწერეს მას? ქვემოთ რამდენიმე პორტალის მოსაზრებას გაგაცნობთ:

calciomercato – 6. როდესაც ბურთი მისდიოდა, ნაპერწკალი ინთებოდა. ცდილობდა ცეცხლი გაეღვივებინა. „ნაპოლის” ერთადერთი სახიფათო მომენტიც მან შექმნა, მაგრამ შეიძლებოდა ცოტა კიდევ უფრო ძელისკენ დაერტყა ბურთი.

areanapoli – 6. „ნაპოლის” ერთადერთ აფეთქებას კვარაცხელიას ხელმოწერა ახლავს: ზომერმა საკუთარ თავს აჯობა ეს დარტყმა რომ მოიგერია. მაცარიმ ხვიჩას დაცვის დახმარება სთხოვა და მასაც უკან არ დაუხევია, მაგრამ შეტევისთვის ენერგია აღარ ეყო. ამით ისარგებლა დე ვრეიმ და ის ჩაკეტა. მაცარი შეცდა, როდესაც კვარაცხელია შეცვალა, მაგრამ იმაში მართალია, რომ მისგან უფრო მეტს ელოდა.

tuttonapoli – 6. გეგონება განაპირა მცველი ყოფილიყო, კვარაცხელიამ თავისი თამაში გუნდის ინტერესებისთვის მსხვერპლად გაიღო და დიდძალი ენერგია დახარჯა. მეორე ტაიმის დასაწყისში მან სახიფათო მომენტი შექმნა, რომელიც ზომერმა მოიგერია. მაცარიმ ადრე გაიყვანა მოედნიდან.

calcionapoli24 – 6,5. რადიო Kiss Kiss Napoli-ს ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ კვარაცხელიას 6,5 ქულა დაუწერა, თუმცა სიტყვერი შეფასებები არ მოუყოლებია.

ilnapolista – 7 და 6. ამ საიტზე ფეხბურთელებს ჩვეულებრივ ორი ჟურნალისტი აფასებს. გთავაზობთ ორივეს მოსაზრებას:

…ერთი კი არა, თანაგუნდელებს სამი თავითა და მხრებით სჯობდა.  „ჩე კვარამ” მეორე ტაიმი დიდებულად ჩაატარა და მოედანზე რომ დაეტოვებინათ, ბოლო 20 წუთში ორ გოლს მაინც გაიტანდა.

…ფუნქციის შეცვლამ მასზე იმოქმედა. ბოლოსკენ ის ყველაზე დიდი ენთუზიაზმით იბრძოდა. გოლი კვლავ ძალიან აკლია. ჩემი კოლეგის შეფასება გადამეტებული მგონია.

calcionapoli1926 – 6. პირველი ტაიმი რთული ჰქონდა, ფეხებში ურტყამდნენ. მეორე ტაიმში აენთო, მაგრამ ზომერმა მისი დიდებული დარტყმა მოიგერია. კვარაცხელია კი აენთო, მაგრამ მაცარიმ შეცვალა.

iamnaples – 6. ხანდახან მას „ნაპოლის” დაცვის ხაზის უკან ჩასულსაც კი ნახავდით, სადაც დარმიანისგან იცავდა კარს. სხვა მხრივ ფორვარდი ცდილობდა სახიფათო მდგომარეობები შეექმნა. მეორე ტაიმში ერთხელ კარგად დაარტყა, როთაც „ინტერი” შეაშინა.