„ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრის (0:0) შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში მასპინძელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შევიდა, რომელმაც გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და გუნდის კრიზისზე პასუხისმგებლობა იკისრა. ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” დე ლაურენტისის შესახებ ასე დაწერა:

„მას არ გამოუმჟღავნებია ქედმაღლობა. მშვიდად იყო. მართალია, „მონცასთან” შინ 0:0 იკბინება და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილიც უფრო მეტად სათუოა ვიდრე ადრე იყო, მაგრამ პრეზიდენტს არაფერი შეუმჩნევია. ვინ იცის გარსიას სამსახურიდან გაშვებას ნანობს კიდეც. ან პირიქით — მისი ნაბიჯებიდან ერთადერთი, რომელსაც დღესაც გაიმეორებდა, სწორედ ეს არის”.

შემდეგ „ილ მატინო” აღწერს, თუ რა მოხდა „მონცასთან” მატჩის შემდეგ გასახდელში. იქ დე ლაურენტისი ჩავიდა. ჯერ მაცარისგან მოისმინა რისი მოსმენაც სურდა, ხოლო მერე დაღვრემილ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და გაამხნევა ისინი.