
„ნაპოლი” გაცილებით წინ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდით”, — თქვა სერია A-ს აუტსაიდერის, „სალერნიტანას” მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ. დღეს სალერნოში, „სტადიო არეკიზე” მასპინძელთათვის ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ინძაგის ნეაპოლელთა თავკაც რუდი გარსიასთან თავისი ანგარიშიც აქვს.
ინძაგი გარსიასთან არასდროს დამარცხებულა. იტალიელი და ფრანგი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს 2014-15 წლების სეზონში მოხდა, როდესაც პიპო „მილანს” ედგა სათავეში, გარსია კი „რომას” და ორივე შემთხვევაში „შავ-წითლებმა” დადებით შედეგს მიაღწიეს. პირველ ჯერზე, „ოლიმპიკოზე”, მე-16 ტურში, თამაში დასრულდა 0:0, ხოლო საპასუხო თამაში 35-ე ტურში, „სან სიროზე” „მილანმა” მოიგო 2:1.
იმ მატჩში „როსონერიმ” 4-3-3 განლაგებით ითამაშა. ინძაგის გუნდი მოედანზე ამავე სქემით გამოვა დღესაც, „ნაპოლის” წინააღმდეგ. „სალერნიტანამ” ეს ვარიანტი 31 ოქტომბერს „სამპდორიათან” სათასო შეხვედრაში მოსინჯა, რომელიც 4:0 მოიგო.





