„ნაპოლი” იტალიაში იმდენად პოპულარულია, რომ მედია ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მათ შორის ვინ ვის რა უთხრა, როგორ გაეხუმრა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გახდა საჯარო ნეაპოლელთა კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის შეხუმრება.

საქმე ის გახლავთ, რომ დილის ვარჯიშზე ჟესუსი გრძელსახელოებიანი მაისურით გავიდა, არადა ცხელოდა. სხვას ყველას მოკლესახელოებიანი ეცვა.

„თოვს?” — იკითხა დი ლორენცომ.

„30 წლის მერე ცივა”, — უპასუხა ჟესუსმა „ინსტაგრამის” გვერდზე.