იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო ბელგიას 1:0 და A დონის ფლეი ოფში დაიბევა ადგილი. „სკუადრა აძურას’’ შედეგი მრავლისმეტყველია: ის ბელგიელთა წინააღმდეგ ზედიზედ 52 შეხვედრაში არ დამარცხებულა. გარდა ამისა, იტალიელებს ერთა ლიგაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარცხი მხოლოდ ორჯერ უწვნევიათ. სტუმრებმა გამარჯვებას ამ დღესაც თავიდანვე ჩაუყარეს საფუძველი. ანგარიში „ნიუკასლ იუნაიტედის’’ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ...
ჭდე: ჯოვანი დი ლორენცო
დი ლორენცო: ნაპოლიში კონტეს გამო არ დავრჩენილვარ
ჯოვანი დი ლორენცოს ჯერიც დადგა. აგენტ მარიო ჯიუფრედის პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად „ნაპოლის” კაპიტანი წარდგა ჟურნალისტების წინაშე და თქვა: „მიხარია ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქამდე ჩუმად იმიტომ კი არ ვიყავი, რომ გაბედულება არ მყოფნიდა, არამედ გარემოებათა გამო არ ვიღებდი ხმას. ცუდი წლის მიწურულს ნერვიულობის პერიოდი მქონდა, მაგრამ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი...
მარიო ჯიუფრედი: პირველად ინტერმა დამირეკა
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ დაპირებულ პრეს-კონფერენციაზე თავისი კლიენტისა და კლუბის ურთიერთობაზე ილაპარაკა. შესავალში მან თქვა, რომ დი ლორენცო „ნაპოლიში” რჩება. შემდეგ აგენტმა აღწერა ტრიუმფალური სეზონის შემდგომი პერიოდის სირთულეები, რომელსაც „აძურიში” მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცვლილება დაემთხვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა ცუდი შედეგები. ჯამში ჩამოყალიბდა არასასურველი გარემო, რამაც მთლიანად გუნდზე და პირადად დი...
დი ლორენცოს აგენტი: მე დიდი მატყუარა ვარ
ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის” ფანებს წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ ის არსად მიდის. „აძურის” კაპიტანი ამბობს, რომ ამ დღეებში ის შეხვდა ორივეს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელს ანტონიო კონტეს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ პრობლემები, რომლებიც მას გასულ სეზონში ჰქონდა, აღარ ექნება. იტალიურ Canale 8-ზე კი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ფირფიტა გადმოატრილა და თქვა, არასდროს...
კვარას და დი ლორენცოს გამო სტაგნაციაა
იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „რაფა მარინის შეძენის საკითხი კვლავაც აქტუალურია, სამაგიეროდ ყოვნდება ალესანდრო ბონჯორნოს „ტორინოდან” გადაბირება. ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერი გაირკვევა. ასევეა ყველა იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ვინც ევრო 2024-ში მონაწილეობს”, — თქვა პედულამ. „აძურისთან” დაკავშირებით მან აგრეთვე დასძინა: „რაც შეეხება ბელგიელი ცენტრთავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ამბავს, მე...
ორშაბათამდე არაფერი შეიცვლება
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ესპანეთთან საშინლად ითამაშა, რითაც მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. „გაძეტა დელო სპორტმა” მარჯვენა მცველის საკითხს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ შეხვედრის მეხუთე წუთზე ესპანელებისთვის უკვე ნათელი იყო, რომელი ფრთიდან უნდა შეეტიათ. დი ლორენცო შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კიეზა მას ვერ ეხმარებოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაპოლის” კაპიტანი დიდი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური...
დი ლორენცო: დრო რომ მოვა სათქმელს ვიტყვი, არ მომერიდება
„ნაპოლის” კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ გერმანიის ქალაქ იზელონში, „სკუადრა აძურას” ბანაკში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: „მშვიდად ვარ. ვემზადები ჩემს კარიერაში მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გზა დაბლიდან გაიკვალა, ყველაფერი რაც ხდება მშვენიერია. ძალიან ამაყი ვარ. ევროპის ჩემპიონატი მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ...
კონტემ დი ლორენცოს პირადად დაურეკა, მაგრამ…
„ნაპოლის” კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე” დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია”. ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცო ტურინულ კლუბს უკვე ელაპარაკა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი...
საშუალო სკოლის მასწავლებელი უნივერსიტეტში
ორი დღეა იტალიურ მედიაში აგენტი მარიო ჯიუფრედი გააქტიურდა. ამის მიზეზი გახლავთ „ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მისი კონფლიქტი კლუბთან. Tele A-ს ეთერში ლაპარაკისას ჯიუფრედი „აძურის” თავკაცს ფრანჩესკო კალცონას გადასწვდა. მოგეხსენებათ, კალცონა „ნაპოლის” გარდა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიც არის და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მიყავს. სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ლეჩეს” წინააღმდეგ, კალცონამ დი ლორენცო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე...
ნაპოლისა და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა
„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა. „დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს....









