Thousands of fans greet Napoli after win over Juventus | theScore.comნეაპოლის მუნიციპალიტეტმა სერია A-ს „სალერნიტანასთან” თამაშის ერთი დღით გადატანა სთხოვა. საქმე ის არის, რომ 32-ე ტურის მატჩი „დიეგო მარადონაზე” შაბათს, 29 აპრილს უნდა გაიმართოს. თუ მოვლენები „პარტენოპეელთა” სასარგებლოდ წარიმართება ანუ „ნაპოლი” „სალერნიტანასთან” მოიგებს, ხოლო „ინტერი” თავის მხრივ „ლაციოს” აჯობებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი ამ უქმეებზევე გახდებიან ჩემპიონები. ჩემპიონობას კი ზეიმი უხდება, მაგრამ ვაგლახ — „ინტერისა” და „ლაციოს” შეხვედრა კვირას, 30 აპრილს არის დანიშნული.

სერია A-ს შეფებმა კამპანიელებს თხოვნაზე უარით უპასუხეს. მათ განმარტეს, რომ მატჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზული ხიფათი რომ ემუქრებოდეს. გარდა ამისა, ჩემპიონატის კალენდარი მეტად მჭიდროა — „ნაპოლი” შემდეგ თამაშს ისედაც მალე, სამშაბათს, 2 მაისს ატარებს.