დღეს მთელი ნეაპოლი სკუდეტოს მოლოდინშია. ყველა ცდილობს გამოიცნობს ზუსტი თარიღი, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონი გახდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნეაპოლელებს მარჩიელობის განახლებული შესაძლებლობა მისცა: გამოქვეყნდა 33-ე და 34-ე ტურების ახალი თარიღები. საქმე ეხება მატჩებს „უდინეზესა” და „ფიორენტინასთან”. „აძურიმ” პირველი სტუმრად, ხოლო მეორე შინ უნდა ჩაატაროს.

ახალი კალენდრის თანახმად უდინეში თამაში 2 მაისს საქართველოს დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. იმის წარმოდგენა, რომ „პარტენოპეელები” ამ დღეს გახდებიან ჩემპიონები, ძნელია. ეს უფრო შესაძლებელია მოხდეს ფლორენციელებთან შეხვედრაში, 7 მაისს, „დიეგო მარადონაზე”, საქართველოს დროით 20 საათზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ნაპოლის” კიდევ ორი თამაში აქვს: ხვალ, 23 აპრილს ტურინში, „იუვეტუსთან” 22:45-ზე და მომდევნო შაბათს, 29 აპრილს, შინ, „სალერნიტანასთან” 17:00-ზე.

კვარა „ფიორენტინას” წინააღმდეგ