Stole Dimitrievski of Rayo Vallecano looks on during the LaLiga Santander match between RCD Mallorca and Rayo Vallecano at Estadio de Son Moix on May...ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანური „რაიო ვალეკანოს” მეკარე სტოლე დიმიტრევსკი დღეს სკოპიეში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სანამ მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი დანარჩენი ათი მოთამაშის სწორედ შერჩევასა და მათთვის დავალებების მიცემაზე ფიქრობს, დიმიტრევსკი ამბობს, რომ მან გოლი არ უნდა გაუშვას, რადგან თუ საქართველო გოლს ვერ გაიტანს, მაკედონია აუცილებლად მოიგებს.

„როდესაც შინ ვთამაშობთ, ბედნიერი ვარ. შენი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა სულ სხვა გრძნობაა. გამიხარდება, თუკი სტადიონი გაივსება და ქომაგები არნახულად დაგვიჭერენ მხარს. დიდი მხარდაჭერითა და ჩვენი კლასით საქართველოს აუცილებლად დავამარცხებთ.

მე მზად ვარ ყოველ მატჩში მაქსიმუმი გავიღო და გოლი არ გავუშვა — ასეთია ჩემი პრინციპი. საქართველო ჩინებული გუნდია, თან ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ის ძალიან განვითარდა. ბოლო შეხვედრებში ქართველებმა ბევრი გოლი გაიტანეს, მაგრამ ბევრი გოლის გატანა ჩვენც შეგვიძლია, რადგან ბევრ სახიფათო მომენტსაც ვქმნით.

მე არ მეშინია იმის, რომ საქართველო სკოპიეში ბულგარეთში გატანილი ხუთი გოლით ჩამოვიდა. არ მეშინია, რადგან კარგად ვიცი დაცვაში რა დონის გუნდიც ვართ. ვფიქრობ, თუ გოლს არ გავუშვებთ, გავიმარჯვებთ”, — თქვა 28 წლის კარის მცველმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ივნისის პროგრამაში კიდევ თითო თამაში რჩებათ. ვილი სანიოლის გუნდი კვირას თბილისში ბულგარეთს მასპინძლობს, ხოლო ბლაგოია მილევსკის ბიჭები სკოპიეში გიბრალტარს ხვდებიან.