Louis van Gaal heeft corona en moet in isolatie | RTL Nieuwsლუი ვან გაალს კორონავირუსი დაუდგინდა და უახლოეს პერიოდს იზოლაციაში გაატარებს, შესაბამისად, ნიდერლანდების ნაკრებს ვერ გაუძღვება.
ნიდერლანდებს ორი ამხანაგური ელით: 26 მარტს დანიასთან, ხოლო 29-ში გერმანიასთან.
ამასთან, ვან გაალმა ფიფა გააკრიტიკა, მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება არასწორიაო.
„ადრეც ვამბობდი და არ მომერიდება. ფიფას მხოლოდ ფინანსური მოგება აინტერესებს. მსოფლიო უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომელზეც ფიფაში ამბობენ, რომ უნდა განვითარდესო. ეს ბოდვაა, ცარიელი სიტყვები. მხოლოდ ფულის ინტერესი, მათთვის ფეხბურთი მხოლოდ ფინანსებია“.