Memes about Ukraine and Russia: Reckoning with the war meme in wartime - Voxეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია.

არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა.

განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა.

გამოდის რომ რუსულ კლუბს კვლავ შეუძლია მოიგოს ევროლიგა, ვაჟთა ნაკრებს შეუძლია გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ქალთა ნაკრებს შეუძლია ზაფხულში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

2023 წლის უეფას სუპერთასის მასპინძლად კი კვლავ ყაზანი რჩება. ეჭვი არ არის, ალექსანდერ ჩეფერინს იმედი აქვს, რომ მანამდე ყველაფერი დამთავრდება და ის ჩვეულებრივ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. რუსეთთან თანამშრომლობას. დიახ, უეფას, ისევე როგორც ფიფას რუსეთთან თანამშრომლობა უყვარს.

გავიხსენოთ: ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2008 და 2022 წლებში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი, 2021 წელს ჩატარებული ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ექვსი თამაში და მეოთხედფინალი, 2017 წლის კონფედერაციათა თასი, 1999 წლის უეფას თასის ფინალი, 1984 წლის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და 1985 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი.

პარასკევის გადაწყვეტილება გაფორმდა და შეიფუთა როგორც მკაცრი, მაგრამ ფაქტია, რომ სიმკაცრე არაფერ შუაშია. უეფას სხვა გზა არ ჰქონდა — ფინალი სანკტ პეტერბურგიდან უნდა გადაეტანა. თავს ნუ მოვიტყუებთ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, დატოვებდა.

უეფა იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. თუ გავითვალისწინებთ, როგორი საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, არსებობდა დიდი შანსი, რომ ცალკეული ფეხბურთელებს, მწვრთნელს ან სულაც მთელს გუნდს პეტერბურგში ჩასვლაზე უარი ეთქვა.

მოკლედ, უეფამ სცადა მოვლენებისთვის დაესწრო. იმავე პარასკევს, ფორმულა ერთმა სოჭის გრანპრი გააუქმა, თუმცა სებასტიან ფეტელმა მანამდე გამოაცხადა, რომ რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა. სხვა პილოტებიც უეჭველად მიბაძავდნენ მას.

უეფამ სანკტ პეტერბურგი მანამდე გააუქმა, ვიდრე ფართო საფეხბურთო საზოგადოება გამოთქვამდა თავის აზრს, მაგრამ შორს ვერ წავიდა. რუსული კლუბი მოსკოვის „სპარტაკი“ ჯერ კიდევ მონაწილეობს ევროლიგაში, რუს ვაჟებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო ქალები ზაფხულში დანიშნულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე არიან C ჯგუფში.

რუსეთის წინააღმდეგ სპორტული სანქციები კი არავის უხსენებია და მეტიც, როგორც ჩანს ამაზე არც ყოფილა ლაპარაკი. პირიქით, დადგინდა, რომ რუსული და უკრაინული კლუბები და ნაკრები გუნდები, რომლებიც უეფას ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებებში მონაწილეობენ, საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავენ. ეს უფრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას ჰგავს, ვიდრე მორალურ პოზიციას.

გვეტყვიან, რომ მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, რუს ფეხბურთელებს უკრაინაში შეჭრისთვის მხარი არ დაუჭერიათ. კი ბატონო, ეს მართალია, მაგრამ მთავარი არ არის. რუსული ფეხბურთის წინააღმდეგ სანქციებს ისევე უნდა შევხედოთ, როგორც სანქციებს რუსული ბანკებისა და მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ.

ეს არის ვლადიმირ პუტინამდე მიღწევის გზა. ეს არის მისი პოპულარობის შერყევის შესაძლებლობა. ნატოს უკრაინაში ფეხის ჩადგმა არ უნდა. ომში ჩარევას გაურბის. სანქციები კი არის ომი მინდობილობით. ის დარტყმას აყენებს ქვეყანას და მის მმართველებს.

რა შეუძლია უეფას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: უეფას ხელში დიდი ძალაა, რადგან ხალხს ფეხბურთი უყვარს. „იმედი მაქვს, რომ რუსებსაც უყვართ თავიანთი შვილები“, მღეროდა სტინგი ოდესღაც. შეცვალეთ ამ სიმღერის ტექსტში ბავშვები ფეხბურთით და აზრი იგივე დარჩება. რუსებს ფეხბურთი ისევე უყვართ, როგორც სხვა ერებს. და უეფას აქვს შესაძლებლობა რუს ხალხს სიამოვნება წაართვას. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკის გამო იზოლაციაში მოექცნენ. უეფას ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა შეეძლო, მაგრამ ჩაფლავდა.

რიგითი რუსისთვის სანკტ პეტერბურგში ფინალის ჩატარება ბევრს ისედაც არაფერს ნიშნავდა. ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ შეხვედრაში მათ გუნდებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. 2016 წლის შემდეგ რუსული გუნდი ჯგუფურ ეტაპსაც კი არ გასცდენია. რუსული კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა 2010 წელს მეოთხედფინალში გასვლა იყო. აი, ნაკრების 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა კი ნებისმიერი ქვეყნისთვის სხვაა. ამიტომ, მათთვის ამ შესაძლებლობის მოსპობა, რუსული კლუბების შეჯიბრებებიდან მოხსნა და ქალთა გუნდის ევროპის ჩემპიონატიდან გაგდება ნამდვილი დარტყმა იქნებოდა.

Russia will be top-level Euro 2020 hosts, UEFA chief Ceferin tells Putin — RT Sport News „სპარტაკი“ მოსკოვსა და მთელს რუსეთში ყველაზე პოპულარული კლუბია. მისი ევროლიგიდან მოკვეთა იქნებოდა ნამდვილი მესიჯი, თუ რას ნიშნავს იყო ყველასგან შერისხული ქვეყანა.

ვინ არიან „სპარტაკის“ მეპატრონეები? ისინი არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, მილიარდერი და ყოფილი სამხედრო პირი ლეონიდ ფედუნი და „ლუკოილის“ გენერალური მდივანი, რუსეთის ხუთი უმდიდრესი ადამიანიდან ერთ-ერთი, ვაგიტ ალეკპეროვი.

მაშ რატომ დაიხია უკან უეფამ მკაცრი სანქციების შემოღებისგან? ალბათ იმავე სიმხდალის გამო, რომელმაც ევროკავშირს რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემისგან გათიშვა ვერ გააბედვინა.

უეფას ჰქონდა შანსი თავისი წვლილი შეეტანა პუტინის მხარდამჭერებზე ზემოქმედებაში, რათა ისინი შეჩერებულიყვნენ და დაფიქრებულიყვნენ. რამდენი ხანი სჭირდება მათი დამოკიდებულების შეცვლას? არ ვიცით. ერთი კი ფაქტია, უეფას აღმასკომი ახლა ბედნიერია და ელოდება როდის დასრულდება ეს „სიტუაციის ესკალაცია“.

მარტინ სამუელი, „დეილი მეილი”