Palermo calcio in lutto per la morte di Maurizio Zamparini - la Repubblicaგარდაიცვალა მაურიციო ძამპარინი. კაცი, რომელსაც უკავშირდება კლუბ „პალერმოს“ უცაბედი პროგრესი და მერე სტაბილური თამაში, ევროტურნირებზე მუდმივი გასვლები, მაგარი ტრანსფერები: ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ხავიერ პასტორე, პაულო დიბალა, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი…
ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. და კიდევ, ქართველი ლევან მჭედლიძე. როგორც გახსოვთ, მჭედლიძე „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ მაშინ გაუტანა გოლი ჯიჯი ბუფონს.
ძამპარინი 80 წლის გახლდათ. უცნაური გამონათქვამები, კონფლიქტური ტიპი…
„დიბალაზე ჩემი აზრი მაქვს. ის მომავალი მესია“.
„პასტორეს დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, ოქროს ბურთს მოიგებს“.
„პალერმოს ფეხბურთელებო, თქვენ კაცები კი არა, პატარა პრანჭია გოგონები ხართ“.
„ამ მატჩს 0:2 წავაგებთ, რადგან ფეხბურთელები ბევრს მამლაყინწობენ“.
„ბალოტელის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ის „მონა ლიზაზე“ ძვირია“.
„ეს ადრიან მუტუ ეშმაკი ტიპია. როგორც ნამდვილი ბოშა. საერთოდ, ისტორიულად ასეთი
ტიპაჟები არიან რუმინელები, ჩვენ ფეარ-ფლეის ვთამაშობთ, ისინი კი ამით სარგებლობენ“.
„ტრადიციად მაქვს, როცა „პალერმო“ შინ თამაშობს, სტუმართა სამწვრთნელო შტაბთან მივდივარ და ვესალმები. ასე გავუწოდე ხელი ჟოზე მოურინიუს, რომელმაც ცივად ჩამომართვა და გაბრუნდა. ის უხეში და უაზროდ პატივმოყვარეა“.
„ჩემი ჰობი? მწვრთნელების ცვლა“.