ჭდე: ლევან მჭედლიძე

Home ლევან მჭედლიძე
იამალი, ბეილი, მჭედლიძე და სხვა რეკორდსმენები
ჩანაწერი

იამალი, ბეილი, მჭედლიძე და სხვა რეკორდსმენები

ზოგ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ისეთი დებიუტი ჰქონდა, არასდროს რომ დაავიწყდება. ასეთები იყვნენ მაგალითად უელსელი ვეტერანი გარეთ ბეილი და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი. ბეილმა სანაკებო კარიერაში პირველი გოლი სულაც ევროდებიუტის დღეს გაიტანა, თან საჯარიმო დარტყმით, რაც შემდეგ მის საფირმო ილეთად იქცა. იმ დღეს უელსელი 17 წელს სულრაღაც სამი თვით იყო გადაცილებული.   მაგრამ...

მაინც 7
ჩანაწერი

მაინც 7

ელიგის 24-ე ტურში ლიდერებმა „ბათუმმა“ და „დინამომ“ დიდი ანგარიშებით დაამარცხეს მეტოქეები და მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. „თელავი,“ რომელიც „თელავს“ არ ჰგავდა ზღვისპირელებმა შინ „თელავს“ 4:0 მოუგეს. მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. თელაველებმა კი ალბათ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს. აშკარად არ იყო მათი დღე. ბათუმელთაგან გიორგი ფანცულაიას გამოვარჩევდით, რომელიც დამთავრებამდე 20 წუთით ადრე...

პირველად 19 მატჩის შემდეგ…
ჩანაწერი

პირველად 19 მატჩის შემდეგ…

გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა. მეტი ამბიცია „სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი  ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია. წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად...

ფეხბურთელებო, თქვენ პრანჭია გოგონები ხართ!
ჩანაწერი

ფეხბურთელებო, თქვენ პრანჭია გოგონები ხართ!

გარდაიცვალა მაურიციო ძამპარინი. კაცი, რომელსაც უკავშირდება კლუბ „პალერმოს“ უცაბედი პროგრესი და მერე სტაბილური თამაში, ევროტურნირებზე მუდმივი გასვლები, მაგარი ტრანსფერები: ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ხავიერ პასტორე, პაულო დიბალა, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი… ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. და კიდევ, ქართველი ლევან მჭედლიძე. როგორც გახსოვთ, მჭედლიძე „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ მაშინ გაუტანა გოლი ჯიჯი ბუფონს. ძამპარინი 80 წლის გახლდათ....

დებიუტანტი მჭედლიძე
ჩანაწერი

დებიუტანტი მჭედლიძე

წლევანდელი ბოლოსწინა სანაკრებო პაუზაც დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია. ლიდერი „ბათუმი“ ისევ 7 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ „დინამოს“. არც ერთს ჰქონია იოლი შეხვეედრა. „ბათუმი“ ფოთში „ესტუმრა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „შუქურას“ და 2:0 დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკვე დამატებულ წუთებზე ირაკლი აზაროვის შორიდან გატანილი ეფექტური გოლი. სხვათა შორის,...

ეროვნული ნულები
ჩანაწერი

ეროვნული ნულები

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ანტირეკორდი დამყარდა – 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, რაც ძალიან ცუდია. ოთხშაბათს, მეორე სათამაშო დღეს, სულაც სამივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა… ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა. ერთმანეთს ტიტულის მაძიებლები – თბილისისა და ბათუმის დინამოელები შეხვდნენ. ამჯერად დუელი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ დამსახურებულად მოიგეს. ერთადერთი გოლი  66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს...

კოკისპირული ფრე
ჩანაწერი

კოკისპირული ფრე

ტურის და შესაძლოა, სეზონის უმთავრესი მატჩი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით და აქ ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. ბათუმში ისე კოკისპირულად წვიმდა, ადამიანები ერთმანეთს ძლივს არჩევდნენ. ანგისას მინდორი დამძიმდა, დაიტბორა და ასეთ ვითარებაში თამაშისას მოგეხსენებათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საგანგებოდ რუმინელი მსაჯებიც ხომ ჩამოიყვანეს – შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო პრინციპით. მარსელ ბირსანს ცუდად არ უმსაჯია. შეხვედრის ბოლოს...

ქართველი ვიერი დინამოში
ჩანაწერი

ქართველი ვიერი დინამოში

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ არ უმართლებთ. თავის თაობაში ლევან მჭედლიძე ერთ-ერთი უიღბლოთაგანია. ის 29 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს თამაშს. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაძლიერება აბა, როგორ არ გვიხარია, მაგრამ გახსოვთ, როგორ იწყებოდა ლევანის კარიერა? გორის „დილაში ჩატარებული სულ ორი მატჩი ჰქონდა ზურგსუკან და… იტალიური „ემპოლი“! გახსოვთ, ვის გაუტანა პირველი იტალიური გოლი? ტურინის „იუვენტუსს“! თითქოს...