ესპანურმა ლა ლიგამ ინგლისური პრემიერლიგის მსგავსად განაცხადა, რომ ყოველმხრივ დაეხმარება კლუბებს, რომლებიც გადაწყვეტენ ხელი შეუშალონ თავიანთ სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ნაკრებებში გამგზავრებაში.

საქმე ის არის, რომ ფიფამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კონმებოლს გუნდებისთვის სანაკრებო შეკრებების პერიოდი გახანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება ფიფას მსოფლიო ლიგების ფორუმთან არ შეუთანხმებია.

ჯერჯერობით ლაპარაკია 13 კლუბის 25 ფეხბურთელზე. თუმცა, როდესაც შემადგენლობებს ეკვადორი და ვენესუელაც დაასახელებენ, მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ლა ლიგა საგანგებო თათბირს უახლოეს დღეებში მოიწვევს.