„ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, იმავე საღამოს, „ლესტერის“ 34 წლის ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ კაზინოში 30 000 გირვანქა მოიგო.

„ლესტერმა“ სუპერთასი „მანჩესტერ სიტის“ 1:0 ძლევით მოიპოვა.

ვარდი კაზინოში მარტო არ გაქცეულა, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი „ლესტერის“ მეპატრონემ აიავატ სრივადჰანაპრაბჰამ მოუწყო.

აიავატი ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას ვაჟია, რომელიც ლონდონში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 2018 წელს „ლესტერის“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის შემდეგ ვერტმფრენით შინ ბრუნდებოდა.

„ლესტერმა“ სამი თვის წინ ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო და ამის წყალობით მიიღო „ქომუნითი შილდში“ მონაწილეობის უფლება. მაშინ, ბრიტანეთში ხალხი მასობრივად ჯერ არ იყო აცრილი, კოვიდრეგულაციებს გაცილებით მკაცრად იცავდნენ, რის გამოც სრივადჰანაპრაბჰამ თავის ფეხბურთელებს ზეიმი ვერ მოუწყო. და აი, ახლა, სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ, მეპატრონემ ბიჭებს კაზინო დაუქირავა.

სრივადჰანაპრაბჰამ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ლონდონის „პარკ ლეინ კაზინო” დახურა და ფეხბურთელებს 1000 გირვანქის სათამაშო ლოტები დაურიგა.

აიავატს ეს დღესასწაული 200 000 გირვანქა დაუჯდა, ვარდიმ კი… 30 000 მოიგო.

კარგია, როდესაც ყისმათა ხარ.