ბელარუსის თასის ფინალში, „ბატემ“ ბრესტის „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე 20 წამით ადრე ზახარ ვოლკოვმა გაიტანა. „ბატემ“ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის თასი, რაც სარეკორდო გამოდგა. მანამდე ეს პრიზი სამ-სამჯერ სოლიგორსკის „შახტიორს“, მინსკის „დინამოს“, ბრესტის „დინამოს“ და ბობრუისკის „ბელშინას“ მოეგოთ.

ამ ამბავზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი. ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთელი მსოფლიო გაჩერდა, ბელარუსში კი სპორტული ღონისძიებები, მათ შორის საფეხბურთო სეზონიც, ჩვეულებრივ გრძელდება.

ამჯერადაც, მინსკის „დინამოს“ სტადიონზე, რომელიც 22 ათას მაყურებელს იტევს, დაახლოებით 5 ათასი ქომაგი შეიკრიბა. მათ არც სოციალური დისტანცია დაიცვეს, არც ნიღბები ეკეთათ, ერთ სექტორში განთავსდნენ გვერდიგვერდ…