გასულ უქმეებზე გამოვლინდნენ ჩემპიონები სლოვენიასა და უნგრეთში: „ოლიმპია“ და „ვიდეოტონი“. ამრიგად, გაირკვა ქუთაისის „ტორპედოს“ ყველა სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. როგორც იცით, „ტორპედო“ განუთესავია და მეტიც, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს გამოვლენილ ჩემპიონთა შორის.
19 ივნისს პირველი საკვალიფიკაციოს წილისყრა გაიმართება. პრემიალურში მხოლოდ ოთხი გუნდია და ორნი გადავლენ პირველ საკვალიფიკაციოზე. ბუნებრივია, ორივენი განუთესავნი იქნებიან.
ჩვენთვის საინტერესო კი ის 16 განთესილი გუნდია, რომლებიც “ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები არიან.
„ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), „სელტიკი“ (შოტლანდია), „აპოელ“ (კვიპროსი), „ლეგია“ (ვარშავა), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „მალმიო“ (შვედეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „ჰაპოელ ბერ შევა“ (ისრაელი), „რუსენბორგი“ (ნორვეგია), ჰიკ (ფინეთი), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „ვიდეოტონი“ (უნგრეთი), „კუკესი“ (ალბანეთი), „ზრინსკი“ (ბოსნია).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება. თავად შეგიძლიათ შეაფასოთ, ვისთან რა შანსი გვაქვს. ალბათ, შედარებით სასურველი მეტოქეები არიან ალბანური „კუკესი“, უელსის „ნიუ საინტსი“ და ბოსნიური „ზრინსკი“. ვამბობთ შედარებით.
ვისურვოთ, რომ აღარ გამეორდეს „ტრენჩინი“ და მსგავსი საშინელებები.