ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას.  

***

ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან მის მსოფლიოსთან წოლა, ძალიან გამიჭირდებოდა. საბედნიეროდ, ორივე გამიკეთებია.

***

სმაში, ქალებში და სწრაფ მანქანებში დიდძალი ფული დავხარჯე, დანარჩენი კი უბრალოდ გავფლანგე.

***

ამბობენ, რომ პოლ გესქოინი ახალი ჯორჯ ბესტია, მაგრამ როგორ? წოლილა ის სამ მის მსოფლიოსთან?

***

უარს ვიტყოდი მთელ შამპანურზე, რაც კი ოდესმე დამილევია, ოღონდაც ერიკ კანტონასთან ერთად, „ოლდ ტრეფორდზე“, ერთ დიდ ევროპულ შეხვედრაში მეთამაშა.

***

1969 წელს თავი დავანებე ქალებში სიარულს და სმას. ეს იყო ყველაზე საშინელი 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში.

***

ტკივილი დროებითია, დიდება… მარად გრძელდება!

***

ძალიან ბევრი რამ გამოვტოვე ცხოვრებაში: მის კანადა, მის დიდი ბრიტანეთი… (ინგლისურად სიტყვა გამოვტოვეც ჟღერს — მის).

***

ის მარცხენა ფეხით ვერ არტყამს, თავით ვერ თამაშობს, ორთაბრძოლები არ ეხერხება და გოლები ვერ გააქვს. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. (დევიდ ბექჰემის შესახებ)

***

ვინც მინახავს, მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი დებიუტი კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა. წლების განმავლობაში ახალი ჯორჯ ბესტიაო ბევრზე არ უთქვამთ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპლიმენტად მივიღე. (რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წელს გადავიდა)

***

არასდროს გამიღვიძია დილით იმ განწყობით, რომ დავმთვრალიყავი. ეს მერე, თავისთავად ხდებოდა.

***

თავიდან მითხრეს, რომ 25 წელს ვერ მივაღწევდი, შემდეგ ითქვა 35, შემდეგ — 45. ამას სულ ჩემი ექიმები ამბობდნენ. ყველა გარდაიცვალა.