თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…

დღესვე, ვაჟა მარგველაშვილი (66) ხორვატ დანი კლაკართან პირველივე წრეში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქალთა შორის, ჯულიეტა როდონაია (48) ჩირინ ბუკლისთან დამარცხდა, ნინო თათრიშვილს კი, ესტონელი დარია მიჰაილოვა არ გამოუცხდდა, უნგრელ როზა გიორტიაშთან კი წააგო.

17 აპრილს ტატამიზე გავლენ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57), ნინო წიკლაური (63); ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (71).