პარიზელები „ბილბაოსთან” თამაშისთვის ემზადებიან

ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ბილბაოში. თუკი დღეს პარიზული გუნდის შესახებ რამეს ლაპარაკობენ, ეს მეკარის ამბავია ― პსჟ-ს კარს ზედიზედ მეორე შეხვედრაში რუსი მატვეი საფონოვი დაიცავს. ლუკა შეავალიე ჯერაც მარჯვენა კოჭის შემაწუხებელ ტკივილს გრძნობს. მას „მონაკოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლამინ კამარას უხეში ვარდნის გამო ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „რენთან’’ თამაში შევალიემ უკვე გამოტოვა. ამ დღეს კარს საფონოვი იცავდა და მან ამოცანას თავი ჩინებულად გაართვა.

პარიზელთათვის სასიხარულო დეზირე დუეს გამოჯანმრთელებაა. 14 ნომერი უკვე მთელი კვირაა თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთით ვარჯიშობს. მას 29 ოქტომბერს „ლორიანთან’’ შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის კუნთი ეტკინა, რომლის მკურნალობას თვეზე მეტი დასჭირდა. სავარაუდოდ ის ბილბაოში თამაშში მოგვიანებით ჩაერთვება.

ორშაბათს ოსმან დემბელემ გრიპის გამო არ ივარჯიშა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ის „სან მამესზე’’ ვერ ითამაშებს. „ოქროს ბურთის’’ ლაურეატი გუნდთან ერთად ესპანეთს სამშაბათს დილით უნდა გამგზავრებულიყო, იქ კი მის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან. დემბელე ბოლოხანს სამჯერ შევიდა შეცვლაზე: „ტოტენჰემთან’’ 11 წუთით, „მონაკოსთან’’ 26 წუთით და „რენთან’’ 26 წუთით.

დაშავებულთა სიაშია ლუკას ბერალდოც. ლუკა ერნანდესი კი უეფას მიერ სამი თამაშით არის დისკვალიფიცირებული. მან „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში ჩავი სიმონსს იდაყვი მიარტყა. შესაბამისად, დაცვის მარცხენა ფრთაზე ნუნუ მენდეშს უნდა ველოდოთ.