ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან.
ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. აქ თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა შორეული დარტყმით.

მესამე დგილზე თბილისის „დინამოა“, რომელმაც ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავს“ დიდი ანგარიშით – 3:0 აჯობა. მეოთხეზე კი ქუთაისის „ტორპედო.“
საინტერესოა, რომ მეოთხე და მეხუთე ადგილოსნებს შორის სხვაობა 11 ქულაა: „ტორპედოს“ 50 ქულა მოუგროვდა, „სამგურალს“ – 39. ეს კი ნიშნსვს, რომ საპრიზო ადგლებისთვის მებრძოლი გუნდები უკვე აშკარად გაემიჯნენ „მეშუალედეებს.“
რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, აქაც დაძაბულივითარებაა. „გარეჯმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა სტუმრად ფოთში, ფატობრივად უკვე განწირულ „კოლხეთს“ 3:1 აჯობა, თუმცა თავიდან აგებდა.
„სამგურალმა“ და „გაგრამ“ ფრედ 1:1 ითამაშეს. წყალტუბოელთაგან ისევ გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. მისმა უშუალო მდევარმა ქუთაისელთა ნორვეგილმა ბიორნ იონსენმა 12-ჯერ გამოიჩინა თავი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წუხილი ბათუმში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო წლებში ერთთავად ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ორჯერ მოახერხა კიდეც (2021, 2023 წლებში), ხოლო ახლა უსახსრობის გამო უეფას ჩარევით შეიძლება პროფესიონალური კლუბის სტატუსიც ჩამოართვან, რაც ფაქტობრივად გუნდის დაშლის წინაპირობაა. სწორედ ეს არის მაგალითი ჩვენს კლუბებში არასწორი მენეჯმენტისა და აბსოლუტურად არაევროპული მიდგომისა…
კოლხეთი 1:3 გარეჯი
1:0 ბეგიჩი (45+3), 1:1 პაპავა (58 პენ), 1:2 კაჭარავა (61), 1:3 თოლორდავა (73)
დინამო 3:0 თელავი
1:0 გვასალია (23), 2:0 მორჩილაზე (30), 3:0 ნინუა (51)
სამგურალი 1:1 გაგრა
0:1 ხარებაშვილი (66), 1:1 ფანცულაია (86)
დილა 1:0 ტორპედო
1:0 ანდრონიკაშვილი (70)
ბათუმი 0:2 იბრია
0:1 ჯინჯოლავა (49), 0:2 ძაგანია (69)





