„ინტერის’’ ესპანელ მეკარეს ხოსეპ მარტინესს ტრაგედია შეემთხვა. როგორც იტალიური სააგენტო ANSA წერს, ის ფენეგროდან მილანისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მანქანით 81 წლის ეტლით მოსარგებლე შშმ პირს დაეჯახა და მოკლა. ფენეგრო არის პატარა ქალაქი კომოსა და მილანს შორის.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ სამედიცინო ჩარევამ ვერ უშველა. ადგილობრივი პოლიციის პატაკში წერია, რომ 81 წლის კაცმა უცბათ შეიცვალა მოძრაობის გეზი და იან ზომერის თადარიგში მყოფი მეკარის მანქანის გზაზე აღმოჩნდა. მარტინესს ტრაგედიის თავიდან აცილება არ შეეძლო.
ANSA წერს, რომ დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც სააგენტო წერს, 27 წლის მეკარე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა შოკშია და ექიმები მის მდგომარეობას აკვირდებიან.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ინტერმა’’ „ფიორენტინასთან’’ შეხვედრის წინ მწვრთნელის კრისტიან კივუს პრეს-კონფერენცია გააუქმა.





