Luis Chavez of Mexico controls the ball during the FIFA World Cup Qatar 2022 Group C match between Saudi Arabia and Mexico at Lusail Stadium on...მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ ფიფამ გამოაქვეყნა ყველაზე ძლიერი დარტყმებით გატანილი გოლების ჩამონათვალი. ეს შესაძლებელი გახდა „ადიდასის” Al Rilha-ს ბურთებში ჩამონტაჟებული ტექნოლოგიის საშუალებით. გთავაზობთ უძლიერესი შედეგიანი დარტყმების ათეულს, სადაც ბოლო თხუთმეტწლეულის უდიდესი ფეხბურთელების კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დარტყმებიც შედის.

Ritsu Doan of Japan scores an equalizer during the second half of a World Cup Group E football match against Spain at Khalifa International Stadium...1 ლუის ჩავესი(მექსიკა) — 121,69 კმ/სთ

ეს გახლავთ მექსიკელთა მეორე გოლი საუდის არაბეთის კარში. შეხვედრა დასრულდა მექსიკის გამარჯვებით 2:1. ჩავესმა მარცხენა ფეხით დაარტყა საჯარიმოდან, რომელიც კარიდან 30 მეტრში დაინიშნა.

2 რიცუ დოანი (იაპონია) — 120,04 კმ/სთ

ამ გოლით იაპონელებმა ესპანეთთან შეხვედრაში ანგარიში გაქვითეს. დოანმაც მარცხენა ფეხით შეაგდო. თამაში დასრულდა იაპონელების გამარჯვებით 2:1.

3 ნიკლას ფულკრუგი (გერმანია) — 118 კმ/სთ

„ვერდერის” 29 წლის თავდამსხმელმა ეს გოლი ესპანეთს გაუტანა. შეხვედრა დასრულდა 1:1. ფულკრუგმა მარჯვენა ფეხით შეაგდო.

4 კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) — 117,39 კმ/სთ

ლაპარაკია პენალტზე, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა განას მარჯვენა ფეხით გაუტანა. შეხვედრა დასრულდა 3:2 პორტუგალიის გამარჯვებით.

5 მარკუს რეშფორდი — 115,63 კმ/სთ

რეშფორდმა მარჯვენა ფეხით შესრულებული ამ საჯარიმო დარტყმით უელსთან შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ინგლისმა მოიგო 3:0.

6 გარეთ ბეილი (უელსი) — 113,89 კმ/სთ

ისევე, როგორც ბეილის ყოფილი თანაგუნდელის კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში, ამჯერადაც ლაპარაკია პენალტზე, რომელიც უელსელმა აშშ-ს გაუტანა. მან მარცხენა ფეხით 82-ე წუთზე გაქვითა ანგარიში. შეხვედრა დასრულდა 1:1.

7 იუსეფ ენ-ნესირი (მაროკო) — 113,23 კმ/სთ

ეს გოლი გავიდა შეხვედრაში, რომელიც მაროკომ კანადას 2:1 მოუგო. ენ-ნესირიმ 23-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე გოლი შეაგდო. მან მიზანს მოძრაობაში, მარჯვენა ფეხით მიაღწია.

8 კოდი გაკპო (ნიდერლანდები) — 111,98 კმ/სთ

ჰოლანდიისა და ეკვადორის შეხვედრა 1:1 დამთავრდა. გაკპომ ანგარიში მე-6 წუთზე საჯარიმოს კიდიდან მარცხენა ფეხით შეაგდო და ანგარიში გახსნა.

9 ლეო მესი (არგენტინა) — 109,83 კმ/სთ

არგენტინამ მექსიკას 2:0 მოუგო და ამ გამარჯვების წყალობით მას მოეხსნა ის წნეხი, რომელიც საუდის არაბეთთან წაგების გამო აწვებოდა. ლეომ პასი დი მარიასგან მიიღო და 25 მეტრიდან მარცხენა ფეხით გაიტანა.

10 კარლოს სოლერი (ესპანეთი) — 105,81 კმ/სთ

ესპანეთმა კოსტა რიკას 7:0 მოუგო. გიორგი მამარდაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა კარლოს სოლერმა მეექვსე გოლი ნიკო ვილიამსის პასით ახლო მანძილიდან შეაგდო. მაყურებელი ვერც იფიქრებდა, რომ ბურთი ასე სწრაფად გაფრინდა.