საშიშია ყატარი 2022! მსოფლიო ჩემპიონატი ეგზოტიკურ ქვეყანაში. ესპანურმა პრესამ ყატარში მოთამაშე ხავი მარტინესს ჰკითხა აზრი, თუ რა თავისებურებები აქვს ამ ქვეყანას.
ხავი მარტინესი, როგორც იცით, „ბაიერნში“ თამაშობდა, შარშანდელი წლიდან კი „ყატარ სკ“-შია. „ყატარში სხვა კულტურაა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური ქვეყანაა. ზაფხულში არ უნდა ჩამოხვიდეთ, რადგან საუნასავით შეგრძნება დაგემართებათ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მთელ მსოფლიოს ექნება შანსი ნახოს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ყატარში. სხვადასხვა კულტურაა, ბევრი ევროპელია.
…არის ზოგიერთი რაიონი, სადაც ჩემი მეგობარი გოგონა ბიკინებში ვერ გაივლის. ეს შოკია. კიდევ, იქ აპირებენ ალკოჰოლის გაყიდვას ზოგიერთ რაიონში, არადა ეს აკრძალულია ყატარში“.






