Brazilian Alisson rises above the West Brom defence to head homeწუხელ, ალისონ ბეკერის გოლმა „ლივერპულს“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვენა მოუტანა… დიახ, მეკარე ალისონ ბეკერის გოლმა…

„ვესტ ბრომვიჩთანთან“ „ლივერპული“ დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლო დამატებულ მეხუთე წუთამედ ანგრაიში 1:1 გახლდათ, მერე კი ალექსანდრ–არნოლდმა მოიპოვა კუთხური, მანვე მოაწოდა და ალისონმაც, ბევრი ფორვარდის შესაშურად, დამაჯერებელი თავურით გაიტანა – 2:1.

ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა რომელმაც გოლის გატანა მოახერხა და იმ მეკარეების (ტიმ ჰოვარდი, პიტერ შმეიხელი, ბრედ ფრიდელი, ესმირ ბეგოვიჩი …) რიგში ჩაეწერა, რომლებმაც პრემიერლიგაში გოლით მოახერხეს თავის გამოჩენა.

ბოლო მეკარე რომელმაც გოლი გაიტანა სევილიელი იესინ ბონო გახლავთ, „ვალიადოლიდთან“ ლა ლიგის მატჩისას 90+4 წუთზე წაგებისგან იხსნა გუნდი.

როჯრიო სენი, ბრაზილიელი მეკარე კი გახლავთ ის კაცი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ბევრი გოლი აქვს გატანილი – 25 წლიან კარიერაში 131-ჯერ იხეირა და მისი ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.

10 ფეხბურთელი, ვისაც მესიზე მეტი ჯარიმა აქვს გატანილი - popsport