„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან’’ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა:
…ძალიან კარგი ახალი ამბები მაქვს: დაშავებული არავინ არის. ბოლო ვარჯიშზე თითოეული მოთამაშის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას დავაკვირდებით და იმის მიხედვით გადავწყვეტთ ვინ ითამაშებს „ტულუზის’’ წინააღმდეგ და ვინ არა. გააჩნია ნაკრებში ვინ რამდენი წუთი დაჰყო მოედანზე, ვინ როგორ იმგზავრა, ვინ როგორ განწყობაზე დაბრუნდა და ასე შემდეგ. ამის მერე „ტულუზთან’’ გამარჯვებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რის შემდეგაც „ლივერპულთან’’ ორმატჩიანი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი მზად იქნება. ვფიქრობ, გვყოფნის გონიერება საიმისოდ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სეზონის ამ ეტაპზე…
…კარგია, როდესაც სეზონის ბოლო ორი თვე დადგება, შენ კი ისევ შეჯიბრებაში ხარ და გამარჯვების შანსი გაქვს. „ტულუზთან’’ მოგება გვჭირდება, რათა ვაჩვენოთ, რომ გუნდი ყოველ შეხვედრაში წარმატებისთვის იბრძვის…
…ვიმეორებ, „ტულუზთან’’ უნდა მოვიგოთ, რადგან „ლანსი’’ ამ ტურში „ლილთან’’ დერბის თამაშობს და გაუჭირდება. „ტულუზი’’ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი, რომელიც ტაქტიკიდან გამომდინარე სტუმრად შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ ერთი ბურთზე მეტი სხვაობით არა…
…ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ჩვენი შეხვედრიდან მოყოლებული საფრანგეთში მსაჯები თავიანთ გადაწყვეტილებებს საჯაროდ, მიკროფონში განმარტავენ. მე მივესალმები ყველაფერს, რაც ფეხბურთს უკეთესს გახდის…
…მიყვარს, როდესაც ჩემს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ყველგან ეხერხებათ თამაში. ნუნუ მენდეში განაპირა მცველი; ნუნუ მენდეში გარემარბი; ნუნუ მენდეში ცენტრალური თავდამსხმელი… მე ვოცნებობ ოც ფეხბურთელზე, რომლებიც ყველა პოზიციაზე ითამაშებენ. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებიან მოწინააღმდეგეები, როდესაც მათ წინააღმდეგ მოედანზე იქნება 11 ფეხბურთელი, რომელთაც ყველგან ეხერხებათ თამაში.





