ფუტსალში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. „ფურია როხამ“ ფინალში ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალია 5:3 დაამარცხა და „ბებერი კონტინენტის“ პირველობა მერვედ მოიგო.

ესპანეთი მატჩის დებიუტში ორი ბურთით იგებდა, პორტიგალიელებმა ხუთ წუთში კი გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმი მაინც ესპანეთმა მოიგო – 3:2.

შესვენების შემდეგ პორტუგალიამ ისევ გაათანაბრა და ტიტულის შენარჩუნებას დაუმიზნა. თუმცა, ესპანეთი უკეთესი იყო – პერესმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ადოლფოს გაატანინა – 5:3.

მესამე ადგილისთვის ხორვატია და საფრანგეთი გაეჯიბრნენ. ძირითადი დრო 5:5 დასრულდა, პენალტებში ხორვატებმა 6:5 იმარჯვეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატია და საფრანგეთი საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყვნენ – საფრანგეთთან (1:3) წავაგეთ, ხოლო ხორვატიასთან ფრედ (2:2) ვითამაშეთ.