Why Raptors' Mamukelashvili was 'pivotal' in win vs. BullsNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი ბურთის დაუკარგავად მოახერხა და მისი მოედანზე ყოფნისას „ტორონტომ“ მეტოქეს სამი ქულით აჯობა. სანდროს გუნდი 31 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლებს.

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ საკუთარ არენაზე „ბრუკლინი“ 118:98 დაჩაგრა. გოგას სათამაშო დრო მაშინ მისცეს, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და პარკეტზე ბოლო ექვსი წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას „ორლანდომ“ ექვსი ქულა წააგო. ბითაძის გუნდი 26 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი „იუტა ჯაზს“ უმასპინძლებს.

Orlando Magic vs Brooklyn Nets Nov 14, 2023 Play-by-Play | NBA.com

წილი
წინა სტატიარეალს ნიღბები ჩამოაცვეს
შემდეგი სტატიასამი გიორგი ერთ მეცში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...