NBA results and standings: Mamukelashvili tucks in 22 points in Sacramento  - EurohoopsNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა.

მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ორივე საჯარიმო კი ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი სრული თანაფარდობა იყო.

ახლა „ტორონტოს“ 30 მოგების წილ და 22 მარცხი გაუხდა და კონფერენციაში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს კანადელები 6 თებერვალს, „ჩიკაგოსთან“, შინ ითამაშებენ.